სტაჟირება

პოლიტიკა და განაცხადის შეტანის პროცედურა

მიმოხილვა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, რომელიც 2001 წელს დაარსდა, წარმოადგენს პოლიტიკის ანალიზის არამომგებიან ცენტრს, რომლის საქმიანობაც საქართველოში საჯარო პოლიტიკის განხორციელების გაუმჯობესებაა კვლევის, ტრენინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის გზით. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: საჯარო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოება, ეროვნული ინტეგრაცია, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, მშვიდობის მშენებლობა და ახალგაზრდობის საქმეები. ამჟამად ვახორციელებთ შესაძლებლობების გაძლიერების პროექტებს საჯარო მოხელეებისთვის, პოლიტიკური პარტიების თანამშრომლებისთვის, ეთნიკური უმცირესობების თემებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის; ვატარებთ კვლევებს ზემოაღნიშნულ საკითხებზე, ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობის აქტიურ საქმიანობას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი თანამშრომლობს უცხო ქვეყნების მთავრობებთან, მთავრობათაშორის ორგანიზაციებთან და უცხოურ არასამათავრობო ორგანიზაციებთან სხვადასხვა პროექტის განხორციელებაზე საქართველოსა და რეგიონში. ფონდის აქტივობები, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციები, მრგვალი მაგიდები, პუბლიკაციები და ტრენინგები ეფუძნება კვლევებს და წარმოადგენს აქტიური ერთობლივი ძალისხმევის შემადგენელ კომპონენტს.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წამყვანი მკვლევრების უმეტესობა მაღალი დონის ყოფილი სახელმწიფო მოხელეა, რომლებიც არსებულ ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ სამუშაო ურთიერთობებს ინარჩუნებენ. გააჩნიათ რა ქვეყნის მართვასა და აკადემიურ სფეროში მუშაობის გამოცდილება, მათ აქვთ უნარი, ხელი შეუწყონ შესაძლებლობების გაძლიერების პროექტების განხორციელებას. ეს ექსპერტები საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მეშვეობით უწევენ დახმარებას მთავრობას, ურთიერთობენ საერთაშორისო საზოგადოებასთან და ამზადებენ ლიდერების მომავალ თაობას.

მისი დაარსების დღიდან ანუ, 2001 წლიდან, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი სტაჟორებს მასპინძლობს. ამ წლების განმავლობაში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში სტაჟირება გაიარა უმაღლესი სასწავლებლების 200-მდე სტუდენტმა, კურსდამთავრებულმა და დოქტორის ხარისხის მაძიებელმა.

 

რას გთავაზობთ

ჩვენ სტაჟირების უნიკალურ გამოცდილებას ვთავაზობთ სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საერთაშორისო ურთიერთობების, პოსტსაბჭოთა კვლევების, ეკონომიკური განვითარების, პოლიტიკური მეცნირებებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებით.

სტაჟირება არის როგორც სრული, ასევე არასრული სამუშაო დღით. ის მიმდინარეა და განაცხადის შეტანაზე რაიმე კონკრეტული ვადა არ არის დაწესებული. ის მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელია აგვისტოს გარდა, რადგან აგვისტო დასვენების თვეა საქართველოში.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობები, ერთდროულად 5 სტაჟორს ვუმასპინძლოთ. სტაჟირება უფასოა. დაგეხმარებით ვიზის მისაღებად განაცხადის წარდგენაშიც. სამუშაო ადგილი - მაგიდა კომპიუტერით და კომპიუტერულ ლაბორატორიაში ინტერნეტთან წვდომა - უზრუნველყოფილი იქნება. სტაჟორების ისევე, როგორც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თანამშრომლების ჩაცმულობა ყოველდღიური სამუშაო სტილია. საუზმე/ლანჩი არ არის უზრუნველყოფილი; ოფისში ყავა/ჩაი უფასოა.

გარდა ამისა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი:

 

  • გთავაზობთ კულტურულ-ისტორიულ ტურებს თბილისში.
  • ატარებს თავდაპირველ საორიენტაციო სესიას საქართველოს ეკონომიკის, პოლიტიკისა და უსაფრთხოების სიტუაციის შესახებ. ამ სესიაში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტები მონაწილეობენ.
  • აქვეყნებს სტაჟორების კვლევით ნამუშევრებს, მათი ხარისხის შემოწმების შემდეგ.
  • კვლევის ჩატარების მიზნებისთვის აწყობს შეხვედრებს/ინტერვიუებს ყველა დონის სამთავრობო მოხელეებთან და წამყვან ექსპერტებთან.
  • უზრუნველყოფს რჩევებსა და მენტორობას კვლევის ჩასატარებლად. სტაჟორებს საკუთარი სურვილით შეუძლიათ მათთვის საინტერესო საკვლევი თემის შერჩევა.
  • უზრუნველყოფს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ რეგულარულად ორგანიზებულ მრგვალ მაგიდებსა და საჯარო ლექციებზე დასწრებას, რომლებსაც წამყვანი მკვლევრები, დიპლომატები, ჟურნალისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ატარებენ. შენიშვნა: თუმცა ყველა ასეთი ღონისძიება ინგლისურ ენაზე არ ტარდება.
  • უზრუნველყოფს სარეკომენდაციო წერილს ან სტაჟირების ცნობას გრანტის მიმცემი ინსტიტუტისთვის.

 

სტაჟორების საქმიანობის სფერო

  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი ყველა სტაჟორისგან მოელის კვლევით საქმიანობაში ჩართვას, თუ რომელიმე სტაჟორი უკვე არ აწარმოებს მისთვის საინტერესო საკითხის კვლევას უნივერსიტეტისთვის. შესაძლო საკვლევ თემებს შორის არის საკითხები შემდეგი სფეროებიდან (თუმცა, ამ სფეროებით არ შემოიფარგლება):  რეგიონული უსაფრთხოება, ისლამური სახელმწიფოს გავლენა და კავშირები პანკისის ხეობაში, რეგიონული ინტეგრირების სხვადასხვა პროექტების გავლენა საქართველო-სომხეთის ურთიერთობებზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე და საბაჟო კავშირი, უმცირესობათა საკითხის უზრუნველყოფა პოსტ-საბჭოთა სივრცეში, რუსული პროპაგანდის რბილი ძალა, და სხვა.
  • ჩვენ მივესალმებით სტაჟორების დახმარებას შესრულებული ნაშრომების ინგლისური ვერსიების, ასევე სხვა, ინგლისურ ენაზე შექმნილი დოკუმენტების რედაქტირებაში.
  • ვინაიდან ჩვენი დაფინანსება ძირითადად გრანტებს წარმოადგენს, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დონორული დაფინანსების მოპოვებას და საგრანტო განაცხადების წარდგენას. ეს კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც სტაჟორებს შეუძლიათ დახმარების გაწევა დონორების მონაცემთა ბაზის განახლების, საგრანტო შესაძლებლობების იდენტიფიცირების და შესაბამისი საპროექტო წინადადებების შემუშავების სახით.
  • პროექტის ანგარიშების მომზადება კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც სტაჟორების მონაწილეობაა მოსალოდნელი. მათ შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ანგარიშის ნიმუშების შემდგომ გაუმჯობესებასა და დახვეწაში.
  • სტაჟორებს შეუძლიათ ახალგაზრდულ ღონისძიებებში ჩაერთონ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. ასეთი ჩართულობის თემები შეიძლება იყოს აშშ/ევროპაში მიღებული უმაღლესი განათლების გამოცდილების გაზიარება, მრავალფეროვნების უპირატესობა და სხვა.
  • ვინაიდან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ვებგვერდის მუდმივი განახლება და გაუმჯობესება ხდება, სტაჟორებს ღირებული წვლილის შეტანა შეუძლიათ ვებგვერდის კონტენტის რედაქტირებაში.
  • რეგიონული და საერთაშორისო კონფერენციების საორგანიზაციო საკითხებში დახმარება, ასევე ამ კონფერენციების ოქმების შედგენა და ანგარიშების მომზადებაში წვლილის შეტანა მნიშვნელოვანი დახმარება იქნება, როდესაც ასეთი ღონისძიება კონკრეტულ ვადაშია ჩასატარებელი.
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ბიბლიოთეკის დიგიტალიზაცია სტაჟორების ჩართულობის კიდევ ერთი შესაძლო სფეროა, რომელშიც მათი დახმარება ძალიან მისასალმებელია. კონკრეტულ საკონტაქტო პირთან (ბიბლიოთეკის მენეჯერი) ერთად, სტაჟორებს დახმარების გაწევა შეუძლიათ ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნასა და ბიბლიოთეკაში თემატური სექციების ორგანიზების საქმეში.

 

შესაფერისობის კრიტერიუმები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, კურსდამთავრებული ან დოქტორის ხარისხის მაძიებელი; ახალი კურსდამთავრებული, რომელიც კვლევას ახორციელებს.
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
  • რუსული ენის ცოდნა, საშუალო დონეზე მაინც, უპირატესობად ითვლება (ასეთი სტაჟორი უფრო აქტიურად შეძლებს საქმიანობას ჯავახეთის რეგიონში).
  • რედაქტირების და წერის საუკეთესო უნარები.
  • კვლევის უნარები.

 

წარსადგენი დოკუმენტები

  • რეზიუმე
  • ინტერესის გამოხატვის წერილი
  • წერილობითი ნაშრომის ნიმუში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს
  • ორი რეკომენდაცია აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისგან

 

საკონტაქტო პირი

გთხოვთ, თქვენი განაცხადი გაუგზავნოთ ქალბატონ თათა წერეთელს ელექტორნული ფოსტის შემდეგ მისამართზე: ttsereteli@gfsis.org

იხილეთ სტაჟიორების სრული სია

იხილეთ სტაჟიორების სტატიები

© 2017 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.