www.gfsis.org
PRINT

სერვისები

ფონდის საკუთრებაშია ტექნიკური და სხვა ტიპის აღჭურვილობა

gfsis_building_5.jpgსაქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს უჭირავს სამი სართული, თბილისის ცენტრში არსებულ ახალთახალ თანამედროვე შენობაში. ფონდის შენობა მთლიანად აღჭურვილია ავეჯით და კომპიუტერული ტექნიკით. 30 კომპიუტერი ჩართულია ლოკალურ ქსელში (LAN) და ინტერნეტში, რომელიც ასევე გამოიყენება ტელეკონფერენციების ჩასატარებლად. ფონდის საკუთრებაშია მრავალი ოთახი, მათ შორის საკონფერენციო ჰოლი, ტრეინინგების ოთახები, საკლასო ოთახები, სასადილო ოთახები და ვერანდა.

შენობაში არის თანამედროვე კონდიცირება, ცხელი წყალი, სამზარეულოები თითოეულ სართულზე (მესამე სართული სტუმრობს დიდ სასდილო არეს და კაფეტერიას) ფონდის თანამშრომლების, სტუდენტებისა და სტუმრებისათვის. გარდა ამისა, ფონდს გააჩნია არე შესვენებებისათვის და ვერანდა, რაც ქმნის საუკეთესო პირობებს სხვადასხვა სახის შეხვედრების და არაოფიციალური წვეულებების გასამართავად.

საკონფერენციო ჰოლი

gfsis_Conference_Hall_5.jpgსაკონფერენციო ჰოლი იტევს 100-მდე მონაწილეს. აქ შეიძლება მოეწყოს კონფერენციები და სხვადასხვა დონის მოლაპარაკებები, საერთაშორისო და უმაღლესი დონის სამიტების ჩათვლით. ჰოლი აღჭურვილია მულტიმედია პროექტორით, სატელეკომუნიკაციო ხაზებით და Wi/Fi.
საკონფერენციო დარბაზის მთელი პერიმეტრი დაცულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ელექტრონული თავდაცვის საშუალებებით. ამასთანავე, შენობა დაცულია დაცვის თანამშრომლების მიერ კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში. საკონფერენციო დარბაზს გააჩნია სინქრონულად თარგმნის ოთახი, სრულად აღჭურვილი კუთხე თარჯიმნებისათვის, ღია კაფე და კაფეტერია.

შეხვედრების ოთახი

ggfsis_canteen_4.jpgფონდს გააჩნია რამოდენიმე მოლაპარაკებების ოთახი. ოთახები აღჭურვილია კომფორტული ავეჯით, ტელევიზორებითა და კომუნიკაციების საშუალებებით. ამასთანავე, ფონდს გააჩნია სხვადასხვა ოთახები, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა სიდიდის და ტიპის ტრეინინგების ჩასატარებლად. აქვე არის კომპიუტერული ცენტრი, აღჭურვილი 11 უახლესი მოდელის პერსონალური კომპიუტერებით, რომლებიც ჩართული არიან ადგილობრივ ქსელსა და ინტერნეტში. ასევე, ხელმისაწვდომია დისტანციური სწავლების პაკეტები, რომლებიც ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტრეინინგების შემდეგი უტილიზაციისათვის.

ამჟამად, ფონდს აქვს დისტანციური სწავლების ევროპის ინტეგრაციის სასწავლო კურსი, ინტერნეტის გამოყენების კურსი და ელექტრონული მართვის კურსი საერთაშორისო თუ ქართველი მსურველების/მონაწილეებისათვის.

gfsos_open-air_cafe_3.jpgსტუმრები

ზოგიერთ შემთხვევებში ფონდი თავის სტუმრებს, რომლებიც ფონდს სტუმრობენ საქმიანი ვიზიტით (ლექციების წასაკითხად, ტრეინინგების ჩასატარებლად, ან პროექტის იმპლემენტაციის მსვლელობის გადასახედად) უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართით მოკლევადიან პერიოდში.

ჩვენი შემოთავაზება

საკონტაქტო პირი: ელენე რამიშვილი. ტელ. +(995 32) 243 555. ელ. ფოსტა: elene@gfsis.org