ლექცია ფონდში
17 იანვარი 2012
2012 წლის 17 იანვარს პროფესორმა რევაზ გაჩეჩილაძემ ამერიკელ სტუდენტებს უილიამსისა და მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯებიდან წაუკითხა ლექცია - ”საქართველო - ისტორიული განვითარების ეტაპები”. ლექცია შეეხებოდა საქართველოს, როგორც პერსპექტიული ქვეყნის, ისტორიული განვითარების საკითხებსა და კავკასიის რეგიონში, ამ სრულიად განსხვავებულ სამეზობლოში, საქართველოს ადგილის მნიშვნელობას. ლექციის შემდეგ გაიმართა პატარა დისკუსია.