თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კვლევის ცენტრის თავმჯდომარის მურათ ბილჰანის ვიზიტი
16 სექტემბერი 2005
2005 წლის, 16 სექტემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კვლევის ცენტრის თავმჯდომარემ, ელჩმა, ბატონმა მურათ ბილჰანმა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა, ბატონმა ალექსანდრე რონდელმა ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს აქტიურ თანამშრომლობას და ეფექტიან საქმიანობას ზემოთ აღნიშნულ კვლევით ცენტრებს შორის.