სიახლეები
ტრენინგი ქ.ახალქალაქში (სამცხე-ჯავახეთი) 21 იანვარი 2012
2011 წლის 21 იანვარს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის რეგიონულ ოფისში, ქ.ახალქალაქში (სამცხე-ჯავახეთი), ჩატარდა ტრენინგი - ადვოკატირება და ლობირება. ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი თემის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ადგილობრივი საჯარო უწყებების წარმომადგენლები. ტრენინგს უძღვებოდა თეა ბულია, ორგანიზაცია პარტნიორები საქართველოს ტრენერი.ტრენინგი ჩატარდა პროექტის - ეროვნული ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში - ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებს შორის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, ასევე, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებზე დაყრდნობით, ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობას.
პროექტი სამი კომპონენტისაგან შედგება და ხორციელდება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ახალქალაქის ოფისში. ტრენინგი ადვოკატირებასა და ლობირებაში არის პროექტის პირველი კომპონენტის ნაწილი, რაც მოიცავს უნარების განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებს.






