PRINT

კონფერენციები/სამუშაო შეხვედრები

სემინარი: დემოკრატიული განვითარებისა და ეფექტური მმართველობის გამოწვევები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში 22 ივნისი 2010

2010 წლის 21-22 ივნისს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურიერთობების კვლევის ფონდში საქართველოს ატლანტიკურმა საბჭომ ნორვეგიის ატლანტიკური კომიტეტის მხარდაჭერით გამართა სემინარი: დემოკრატიული განვითარებისა და ეფექტური მმართველობის გამოწვევები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.  სემინარზე სომხეთსა და აზერბაიჯანს წარმოადგენდნენ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პარტნიორები აზერბაიჯანის ატლანტიკური ასოციაცია და სომხეთის ატლანტიკური ასოციაცია.

სემინარის ძირითადი საკითხები იყო:
•    უსაფრთხოების არსებული გარემო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში: შესაძლებლობები და გამოწვევები
•    თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროატლანტიკური პარტნიორობის კონტექტსში (ხედვა აზერბაჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან)
•    თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრობლემები
სემინარში მონაწილეობას იღებენ ექსპერტები თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟურნალისტები, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, სტუდენტები. სემინარის მიზანი იყო არსებული უსაფრთხოების გარემოს შეფასება ფართო აუდიტორიის მონაწილეობით და რეგიონული დისკუსიების გაღრმავება ევროატლანტიკური პარტნიორობის კონტექსტში დემოკრატიული განვითარებისა და ეფექტური მმართველობის მისაღწევად.

http://www.gfsis.org/index.php/ge/resources/photo_gallery/view" title="

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined index: name

Filename: default/activities.php

Line Number: 13

">იხილეთ ფოტო გალერეა