www.gfsis.org
PRINT

დასრულებული პროექტები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენელთა სასწავლო კურსი

2011

2011 - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენელთა სასწავლო კურსი

ეთნიკურ უმცირესობათა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

2010 - 2011

პროექტი მიზნად ისახავდა დემოკრატიისა და მმართველობის სფეროებში  გათვითცნობიერების გზით ხელი შეეწყო ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების  საქართველოში მიმდინარე ინტეგრაციის პროცესებისთვის

ქართული ენის სწავლება სამცხე-ჯავახეთში

2010

პროექტის მიზანს წარმოადგენდა სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომეხ მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ცოდნის გაღრმავება სამუშაოს მოძიების ხელშეწყობისა და ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციისთვის.   

საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში შესაძლებლობებათა ზრდა სამხრეთ კავკასიაში ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული სამართალი

2002 - 2010

პროექტის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო ორგანიზაციებში სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს როლის გაზრდა, ამ ქვეყნებში ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის დონის ამაღლება, საზოგადოებრივი ურთიერთობების მართვის გაუმჯობესება და ინფორმაციის ხელმისაწვდომიბის უზრუნველყოფა.

კონფერენცია ”შევისწავლოთ რეგიონული და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია”

2010

მიზნობრივი ჯგუფი: პარლამენტის წევრები, საჯარო მოხელეები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესის ხელშეწყობა

2009 - 2010

ჩატარებული ტრენინგები წარმოადგენდა როგორც  სხვადასხვა ზოგად სასწავლო კურსს,  ისე კონკრეტულ პრაქტიკულ მეცადინეობას პოლიტიკის შემუშავების, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება-დაწერისა   და  ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მედიის წინაშე პრეზენტაციის გაკეთების  შესაძლებლობათა ჩამოყალიბება-განვითარებისათვის

2005 - 2010

Enter geo description

ქართული ენის ცოდნის გაღრმავება ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში

2009 - 2010

პროექტის მიზანი იყო საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში ქართული ენის ცოდნის გაღრმავება, რაც  მათ დაეხმარება, ჩაერთონ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

სამოქალაქო საზოგადოების ლიდერობის ქსელი

2008 - 2009

სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება უკრაინა, მოლდოვა და სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებში და მისი ჩაბმა პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და სხვა პრობლემების გადაჭრის პროცესში შესაბამისს ქვეყნებში და რეგიონში.

სამცხე ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა

2009

პროექტი მიზნად ისახავდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შორის კომპიუტერული ცოდნისა და შესაძლებლობების ხელშეწყობა-განვითარებას. პროექტი ასევე მოიცავდა აზერბაიჯანელ და სომეხ ეთნიკურ უმიცრესობებს შორის ურთიერთობის წახალისებას, ინფორმაციის გაცვლისა და რეგიონებისთვის დამახასიათებელი პრობლემების გაზიარების ხელშეწყობას.

2006 - 2009

Enter geo description

სასწავლო პროგრამა ”ანგარიშვალდებულების ლიდერები”

2008

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში დაიწყო ახალი სასწავლო პროგრამა ”ანგარიშვალდებულების ლიდერები”, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკის რეფორმა" ფარგლებში.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის რესურსცენტრის სრულყოფა

2006 - 2008

პროექტის მიზანია შეიქმნას ისეთი რესურსცენტრი, რომელიც იქნება სრულყოფილი, ექნება ხელთ არსებული ლიტერატურის ელექტრონული კატალოგი და  რომელსაც გამოიყენებენ როგორც  ფონდის თანამშრომლები, ისე სტაჟიორები, საჯარო მოხელეები, სხვადასხვა ტრენინგის მონაწილეები, ჟურნალისტები და ა.შ., ყველა, ვინც დაინტერესებულია და ხშირად მიმართავს ფონდის ბიბლიოთეკას.

ბერძნული თემის ინტეგრაცია ქართულ სახელმწიფოში

2006 - 2008

პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული ერთიანობის ხელშეწყობა ეთნიკურ უმცირესობათა ქვეყნის სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციის გზით. 

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგი საინფომრმაციო საზოგადოების გაძლიერებისა და ციფრული ჩამორჩენის დაძლევისთვის

2008

ტრენერების ტრენინგი. პარტნიორი-ორგანიზატორი - ლატვიის არასამთავრობო ორგანიზაცია - LIKTA (Latvia). საქართველოს მხრიდან პარტნიორი - UNDP-Georgia.

ტრენინგი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაში

2001 - 2008

პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ახალგაზრდების, მათი, ვინც საზოგადოებრივი აზრის შემქმნელ საჯარო და არასამთავრობო სექტორში მუშაობდა, ცოდნისა და ანალიტიკური უნარების გაუმჯობესება-გაღრმავება.

ტრენინგი ქართველი ჟურნალისტებისთვის ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითზებზე

2007 - 2008

მიზნობრივი ჯგუფი - ქართველი ჟურნალისტები

საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელი

2002 - 2008

პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობასა და სამხრეთ კავკასიის საჯარო მართვის სკოლებში პროფესიული შესაძლებლობების გაზრდა, გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება-გაცნობა.

2007

Enter geo description

ეთნიკური აზერბაიჯანლებისა და სომხების ინტეგრაცია ქართულ სახელმწიფოში

2006 - 2007

პროექტი მიზნად ისახავდა ქართული სახელმწიფოს ეროვნული ერთიანობის მხარდაჭერას საქართველოს სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების  ინტეგრაციის გზით