PRINT

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენელთა სასწავლო კურსი

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით  სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენელთა სასწავლო პროგრამას ახორციელებს.


სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სამინისტროს თანამშრომელთა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას თავდაცვის ანალიზის სფეროში. სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ დისციპლინებს: საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე პრობლემები, საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, ეროვნული უსაფრთხოების ინფორმაციული უზრუნველყოფა, შავი ზღვა-კასპიის რეგიონის თანამედროვე გეოპოლიტიკური პრობლემები და პოლიტიკის ანალიზი.