PRINT

მიმოხილვა

პროგრამა ,,საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში”  მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს მთავრობას მართვის სფეროში არსებული პრობლემების დაძლევაში. პროექტი ითვალისწინებს საშუალო რგოლის საჯარო მოხელეთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვას პოლიტიკის შემუშავებისა და მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკის დასახვეწ პრაქტიკულ მეცადინეობებში. ეს მეცადინეობები მოიცავს არა მარტო თანამედროვე მიდგომების დანერგვას ქართულ საჯარო ადმინისტრაციასა და საჯარო პოლიტიკაში, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებას. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქართველ საჯარო მოხელეთათვის მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ ცოდნის, პრაქტიკისა და უნარების გაცნობას.
 
პროგრამას აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) და ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS). ამ პროექტის ფარგლებში GFSIS -ის ძირითადი პარტნიორები არიან შვედეთის საჯარო ადმინისტრაციის ინსტიტუტი (SIPU Iნტერნატიონალ) და ესტონეთის დიპლომატიის სკოლა (EDK).  

პროგრამა ხელს შეუწყობს საჯარო მმართველობის კულტურის ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება ანგარიშვალდებული და გაითვალისწინებს ქართული საზოგადოების საჭიროებებს. გარდა ამისა, პროგრამა მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიღების სფეროში ქართული მმართველობის შესაძლებლობების გაძლიერებას, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდეს უფრო გამჭვირვალე და იყოს მოქნილი გარემოებათა ცვლილების შესაბამისად. პროგრამა ასევე მოიცავს საქართველოს სახელმწიფო სექტორებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას და სახელმწიფო მოხელეთა შესაძლებლობების გაზრდას, რათა საქართველო უკეთ წარმოჩნდეს საერთაშორისო დონეზე სხვა სახელმწიფოებთან თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას.

პროგრამა ხორციელდება ოთხი წლის მანძილზე (2009-2013 წწ.) და შედგება შემდეგი ოთხი კომპონენტისგან:

საჯარო მოხელეთა პროფესიული მომზადება პოლიტიკის ანალიზისა და მოლაპარაკებების ტექნიკაში

საჯარო მოხელეთა პროფესიული მომზადება პოლიტიკის ანალიზისა და მოლაპარაკებების ტექნიკაში. კონკურსის გზით შერჩეულ ქართველ საჯარო მოხელეებს ქართველი, ესტონელი და შვედი ექსპერტები ექვსი თვის განმავლობაში ჩაუტარებენ მეცადინეობას საჯარო პოლიტიკის ანალიზისა და მოლაპარაკების ტექნიკის შესასწავლად. ამასთან, მონაწილეები შეიმუშავებენ პოლიტიკის დოკუმენტს ქვეყნისათვის აქტუალურ საკითხებზე. ამ პროცესში მათ უხელმძღვანელებენ GFSIS-ის ექსპერტები. პოლიტიკის დოკუმენტების დასრულების შემდეგ მოხდება მათი საჯარო განხილვა და ხუთი საუკეთესო ნაშრომი გამოიცემა. პროგრამის ამ კომპონენტს დაასრულებს სასწავლო-გაცნობითი ვიზიტი ესტონეთში.  პროგრამის ფარგლებში სწავლების კურსს გაივლის საჯარო მოხელეთა ხუთი ჯგუფი/ ნაკადი. თითოეულ ჯგუფში იქნება დაახლოებით ოცდახუთი მონაწილე.

ტრენერთა მომზადების (ToT)

ტრენერთა მომზადების (ToT) კომპონენტის ფარგლებში ქართველი სპეციალისტები ქართულ ენაზე შეიმუშავებენ სასწავლო პროგრამებსა და სასწავლო მასალებს საჯარო ადმინისტრაციის, მოლაპარაკების ტექნიკის, გენდერისა და მრავალფეროვნების, ხარჯთსარგებლიანობის, პროექტის მართვისა და შეფასების სფეროებში. დაგეგმილია პროგრამის ბოლო ორი ნაკადისთვის სწავლების ქართულ ენაზე ჩატარება.

ადამიანური რესურსების მართვა

ადამიანური რესურსების მართვის კომპონენტი მოიცავს ქართულ საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვაში ჩართულ პროფესიონალთა შორის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას. ამ კომპონენტის მეორე ამოცანაა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მაღალკვალიფიციური სწავლებისათვის ადგილობრივი შესაძლებლობების გაზრდა.

საჯარო პოლიტიკის ქსელი

საჯარო პოლიტიკის ქსელი მიზნად ისახავს საჯარო პოლიტიკის სფეროში სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აქტიურ თანამშრომლობას და ინფორმაციის გაზიარებას პროექტის ვებგვერდის შექმნისა და კურსდამთავრებულთა პრფესიული ქსელის ჩამოყალიბების გზით.

ინტერაქტივი

შემოგვირთდით
გაუგზავნე მეგობარს
გაუზიარე
Share
Subscribe