მისალმება
ძვირფასო სტუმრებო, კოლეგებო და მეგობრებო!
მოგესალმებით, საუკეთესო სურვილებით, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ვებ გვერდზე, რომლიც განახლდა ამ ცოტა ხნის წინ რათა უკეთ ასახოს ფონდის მოქმედებათა ზრდა და გაფართოება. განახლებული ვებ გვერდი მოიცავს ინფორმაციას ფონდის წინა და მიმდინარე საქმიანობების შესახებ, ისევე როგორც მოიცავს ორგანიზაციის სამომავლო გეგმების და სტრატეგიების კონტურებს. ჩვენ ასევე გთავაზობთ ელექტრონულ პუბლიკაციებს და ანალიტიკურ მასალებს სტატიების და ცალკეული კვლევითი ნაშრომების სახით, რომლებიც შეიქმნა ფონდის ბაზაზე, ფონდთან ასოცირებული ექსპერტების და მკვლევარების მიერ.
ვებ გვერდი მოგცემთ საშუალებას გაეცნოთ ფონდის სისტემურ ქმედებებს: კვლევებს და ტრეინინგებს, რომლებიც მიმართულია საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური კლიმატის განმტკიცებისაკენ, საქართველოში არსებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური გარემოდან გამომდინარე მოთხოვნების გათვალისწინებით.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატიის მშენებლობის საქმეში, ხელს შეუწყობს ეფექტური მმართველობის ჩამოყალიბებას და განამტკიცებს უნივერსალურ ფასეულობებს.
პატივისცემით,
ალექსანდრე რონდელი
პრეზიდენტი






